კულტურა | თბილისი

გურამ საღარაძის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და საიუბილეო საღამო

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2014 წლის 25 იანვარს მოეწყობა ქართველი მსახიობის გურამ საღარაძის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და საიუბილეო საღამო. პროექტი ასევე ითვალისწინებს ქართველი მსახიობის ბარელიეფის დამზადებას.

პროექტის მიზანია ქართველი ხელოვანების ხსოვნის პატივისცემა, მათი შემოქმედების პოპულარიზაცია და აქამდე უცნობი დეტალების საზოგადოებისთვის გაცნობა.

პროექტის ავტორია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია.

წყარო კულტურის სამინისტრო