კულტურა | სამცხე-ჯავახეთი

თისელის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროექტი

თისელის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროექტი
თისელის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროექტი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლების გადარჩენის პროგრამის ფარგლებში განადგურების პირას მყოფი თისელის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. კრიტიკულ მდგომარეობაში არსებული თისელის ტაძარი სოფელი აწყურიდან აღმოსავლეთით, 5-6კმ.-ის მანძილზე, ტყეში, პატარა მდინარის მარჯვენა ნაპირზე, მთის ფერდზე საგანგებოდ მოჭრილ ტერასაზე დგას. ძეგლის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო მიმდინარე წელს პროექტის მიხედვით და მის პირველ ეტაპზე უნდა შესრულდეს: მცენარეებში გახვეული ტაძრის ექსტერიერისა დინტერიერის გაწმენდით სამუშაოები, ძეგლის კონსტრუქციული გამაგრება და გუმბათქვეშა სვეტების აღდგენა. ჩატარდება არქიტქტურის საკონსერვაციო სამუშაოები, ანტისეისმური ღონისძიებები და კირდუღაბის შემავსებლით განხორციედლება ამ დროისთვის მთლიანად მორყეული საპირე ქვის გამაგრება.

ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი თისელის ტაძრის გადარჩენის პარალელურად, მიმდინარეობს საფარის არქიტექტურული კომპლექსის მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს რებილიტაციის პირველი ეტაპი. მთავარი ტაძრის სახურავი სპეციალური მასალებით უნდა გაიწმინდოს ლიქენებისგან და უნდა მოხდეს სახურავის ლორფინებს შორის ამოსული ბალახების ამოძირკვა და შეწამვლა. განხორციელდება სახურავის ამოტეხილი ადგილების ამოგოზვა და მაღალი ხარისხის მასალის - პლასტიფიცირებული ფითხით გადაგოზვა, საბოლოო ჰიდროფიბიზაციისთვის.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ თისელის ტაძრისა და საფარის სამონასტრო კომპლექსი მოუნახულა და ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტ, მეუფე თეოდორეს შეხვდა, შეხვედრაზე ეპარქიაში არსებულ სიძველეთა მდგომარეობაზე და მათი განვითარების გეგმებზე იმსჯელეს.

წყარო: თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი

ფოტო

თისელის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი
თისელის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი
თისელის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი
თისელის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი
თისელის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი
თისელის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი