კულტურა | საქართველო

ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 'ქართული ხელნაწერი'

ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 'ქართული ხელნაწერი'
ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 'ქართული ხელნაწერი'

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მეოთხედ ჩატარდება ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა სახელწოდებით „ქართული ხელნაწერი“.

სკოლა 14 ივლისს, 10:00 საათზე გაიხსნება.

სკოლაში მონაწილეობას მიიღებს 13 მსმენელი (პოლონეთიდან (2), რუმინეთიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან (3), ლიტვიდან, ბელგიიდან (2), გერმანიიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან).

საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული ხალნაწერის, როგორც კულტურათაშორისი ურთიერთობების პროდუქტის, მრავალმხრივობის აქცენტირება, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის - ქართული დამწერლობის - საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა სამომავლო თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადება, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.

სკოლის პროგრამა განკუთვნილია ქართული ისტორიითა და კულტურით, განსაკუთრებით, ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობით დაინტერესებულ უცხოელთათვის.

საზაფხულო სკოლის სასწავლო გეგმა მოიცავს აკადემიურ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს. აკადემიური პროგრამა ითვალისწინებს სალექციო კურსებს და პრაქტიკულ სამუშაოებსა. აკადემიურ სასწავლო კურსს წარუძღვებიან ქართველოლოგიის სფეროს ქართველი მეცნიერები. კულტურულ-საგანმანათლერბლო პროგრამა მოიცავს საზაფხულო სკოლის თემასთან დაკავშირებულ გამოფენასა და ექსკურსიებს.

პროგრამის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება დისკუსიები. ასევე სკოლის მონაწილეები წარმოადგენენ პრეზენტაცია-მოხსენებებს თავის სამეცნიერო კვლევის შესახებ. სკოლის სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს მსმენელთა შეფასების ორკომპონენტიან სისტემას და მსმენელთა მიერ პროგრამის შეფასებას. სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

ლექციები ძირითადად ჩატარდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ასევე, თემატიკიდან გამომდინარე ექსკურსიების ფარგლებში.

წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ფოტო

ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 'ქართული ხელნაწერი'
ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 'ქართული ხელნაწერი'