კულტურა | საქართველო

ერთად შევქმნათ ციფრული ფოტომატიანე

ერთად შევქმნათ ციფრული ფოტომატიანე
ერთად შევქმნათ ციფრული ფოტომატიანე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ჯეოსელთან ერთად ახორციელებს დიგიტალიზაციის ახალ პროექტს სახელწოდებით "ციფრული ფოტომატიანე".

გადახედეთ საოჯახო ფოტოალბომებს, მოიძიეთ თქვენს ოჯახებში დაცული ძველი ფოტოები და საფოსტო ბარათები. დაგვიკავშირდით , ჩვენ გავაკეთებთ მათ ციფრულ ვერსიას, ახალ სიცოცხლეს შევძენთ და უვნებლად დაგიბრუნებთ. ამ პროექტში ჩართვით გექნებათ გარანტია, რომ თქვენი ფოტოკოლექციის ციფრული ასლები მუდმივად შეინახება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში.

თითოეული ფოტოს მიღმა საინტერესო ადამიანი და ისტორია შეიძლება იყოს. დაიცავით ფოტოები დაკარგვისა და განადგურებისგან. დაგვიკავშირდით და ერთად შევქმნათ “ციფრული ფოტომატიანე“.

პროექტის მიზანია მთელი საქართველოს მასშტაბით აღმოვაჩინოთ და შევაგროვოთ ოჯახებში შენახული, საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი ფოტომასალები, ვაქციოთ ისინი ციფრულ ვერსიად და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით გადავცეთ მომავალ თაობებს.

წყარო: ციფრული ფოტომატიანე

ფოტო

ციფრული ფოტომატინეს შევსება გრძელდება ქალაქ ონში
ციფრული ფოტომატინეს შევსება გრძელდება ქალაქ ონში
რაჭის ფოტო-ისტორია
რაჭის ფოტო-ისტორია
მასალა ფიროსმანის სავარაუდო საფლავის შესახებ
მასალა ფიროსმანის სავარაუდო საფლავის შესახებ

ვიდეო