კულტურა | ვანი

ვანის ნაქალაქარის ინტერდისციპლინარული კვლევა

ვანის ნაქალაქარის ინტერდისციპლინარული კვლევა
ვანის ნაქალაქარის ინტერდისციპლინარული კვლევა

ვანში საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მისი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის - გერმანიის პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელიც გულისხმობს ვანის ნაქალაქარის ინტერდისციპლინარული კვლევის ქართულ-გერმანული პროექტის მომზადებას.

პროექტის მიზანია ვანის სატაძრო და თავდაცვითი ნაგებობების უახლესი მეთოდებით კონსერვაცია; ვანსა და მის შემოგარენში გეომორფოლოგიური კვლევების ჩატარება, რაც მნიშვნელოვანია როგორც მომავალი არქეოლოგიური კვლევა-ძიების სტრატეგიისთვის (ვანს - კოლხეთის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცენტრსა და მასზე დაქვემდებარებულ რეგიონებს შორის კავშირის განსაზღვრისათვის), აგრეთვე ვანის ელინისტური სამყაროს საერთო კონტექსტში ახლებურად წარმოჩენისათვის.

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ვიდეო