კულტურა | თბილისი

თეა წულუკიანი ეროვნული არქივის ლაბორატორიას ეწვევა

თეა წულუკიანი ეროვნულ არქივს ეწვევა
თეა წულუკიანი ეროვნულ არქივს ეწვევა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეროვნულ არქივს ეწვევა და დაათვალიერებს დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიას, რომელიც თანამედროვე სტანდარტების აპარატურით, ინვენტარითა და ქიმიური ჭურჭლით აღიჭურვა.

ლაბორატორის მოდერნიზაცია მიმართული იყო დოკუმენტების კიდევ უფრო მაღალი დონის რესტავრაცია-კონსერვაციის სისტემის ჩამოყალიბებისა და რესტავრატორთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისაკენ.

ლაბორატორიისათვის შეძენილია ორი ცალი გამწოვი კარადა Biosafety Cabinet BSC-1500IIA2-X, რომლის მეშვეობით რესტავრატორი დოკუმენტების ქიმიური რეაქტივების დამუშავებისას დაცული იქნება მისი ზემოქმედებისაგან. სარესტავრაციო დოკუმენტების დაზიანების ხარისხის განსაზღვრასა და რესტავრაციის ეფექტური გეგმის შედგენაში რესტავრატორებს ამიერიდან ბინოკულარული სტერეო-მიკროსკოპი დაეხმარება.

რესტავრაციის ლაბორატორია, ეროვნული არქივის მასალებთან ერთად, სხვა ორგანიზაციებისა თუ კერძო პირების არქივებში დაცული დოკუმენტების რესტავრაციაზეც მუშაობს.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი