კულტურა | საზღვარგარეთ

საქართველოს დღეები ფლორენციაში

საქართველოს დღეები ფლორენციაში
საქართველოს დღეები ფლორენციაში

ქ. ფლორეციაში "საქართველოს დღეები" გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება იმართება საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის მიერ იუნესკოს და "რომუალდო დელ ბიანკოს" ფონდთან პარტნიორობით.

"საქართველოს დღეები" მოიცავს კულტურულ - საგამანათლებლო ღონისძიებებეს, კერძოდ სამეცნიერო კონფერენციას, ქართული სამოსისა და სამზარეულოს გამოფენას, ოფიციალურ შეხვედრებს ფლორენციის მმართველ ორგანოებში, ადგილობრივ პოლიტიკოსებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

პროექტში მონაწილეობის კანდიდატებს შეარჩევს "რომუნალდო დელ ბიანკოს ფონდის" და საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის წარმომადგენლები.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • ასაკობრივი ზღვარი: 16 - 28 წელი;
  • ინგლისური ენის ცონდა (მინიმუმ საკომუნიკაციო დონეზე);
  • აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩართულობა არასამთავრობო სექტორში, სტუდენტურ გაერთიანებებში, ახალგაზდულ კლუბებში და ა.შ);

შერჩევის შემთხვევაში ყველა კანდიდატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა წინამოსამზადებელ სამუშაობში (მომზადება საკონფერენციო გამოსვლების, ოფიციალური შეხვდრების მიზნით).

"რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის" და აკადემიის კრიტერიუმების გათვალისწინებით მხოლოდ მაღალი მოტივაციის კანდიდატები შეირჩევიან პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 10 ივნისისა. https://docs.google.com/forms/d/1XJpVGq9LWF4aa9RK0btp1JIgpE8ogyvY0rvurX27-To/viewform?c=0&w=1

პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 1550 ევროს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, გ. ტაბიძის ქ. 3/5,

ტელ.: (+995 32) 933881; (+995 599) 560348.

წყარო: საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემია