კულტურა | თბილისი

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმი გიწვევთ მრავალფეროვან, გასართობ, შემეცნებით - საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ღონისძიებები გაიმართება ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალ სხვადასხვა მუზეუმებში.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი:

12:00 -13:00 - ,,კოლხური საგანძური”

15:00 -16:00 - ,,კერამიკული ნაკეთობების რესტავრაცია”

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა:

12:00 - გამოფენის „თანამედროვე ხელოვნება და მუზეუმი“ მონაწილე მხატვრებთან შეხვედრა და ვორკშოპი ბავშვებისთვის - ვათო წერეთელი, მამუკა ჯაფარიძე, ნინო ჩუბინიშვილი, გიო სუმბაძე, თეა ჯორჯაძე, ნინო სეხნიაშვილი.

14:00 - 17:00 - საგანმანათლებლო პროგრამები:

გავიცნოთ ფიროსმანის შემოქმედება - პროგრამა „თავსატეხის საიდუმლო“

დ. კაკაბაძის შემოქმედება - პროგრამა „იმერეთი - დედაჩემი“

ლ. გუდიაშვილის შემოქმედება - პროგრამა „აღმოაჩინე პოეზია მხატვრობაში“

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

13:00 - 17:00 - ხალხური რეწვის გაკვეთილები იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი

13:00 - 14:00 - ,,და აღმოცენდა თბილისი...”

15:00 - 16:00 - ,,ვაშენებთ სახლს“

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი:

13:00, 14:00, 15:00 - ,,სამკაულის ხელოვნება ანტიკური ხანიდან დღემდე”

წყარო: საქართველოს ეროვნულ მუზეუმი