კულტურა | თბილისი

შემეცნებითი პროგრამა 'მე მიყვარს კლასიკური მუსიკა'

კონსერვატორიის დიდი დარბაზი გთავაზობთ კლასიკური მუსიკის შემეცნებით პროგრამას “მე მიყვარს კლასიკური მუსიკა”.

2014/2015 წლის სეზონზე პროგრამის ფარგლებში ჩატარდება 10 ერთსაათიან საჯარო ლექცია - კონცერტების პირველი სერია, რომელიც მოიცავს კლასიკური მუსიკის მრავალფეროვან თემატიკას საორკესტრო, ინსტრუმენტული, ვოკალური მუსიკის ჩათვლით, რომელიც თავის მხრივ სხვადასვა ჟანრს, სტილს, ეპოქას და კომპოზიტორებს გააერთიანებს.

თითოეულ კონცერტს გაუძღვებიან ახალგაზრდა პროფესიონალი მუსიკოსები და ხელოვანები (კოკა ნიკოლაძე, ნინო ჟვანია, ლევან ცხადაძე, მირიან ხუხუნაიშვილი, ნინო სურგულაძე, გოგი ჭიჭინაძე, ნინო ანანიაშვილი) და მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები, მათ შორის უნიჭიერესი ნორჩი მუსიკოსებიც.

კონცერტები ჩატარდება თვეში ერთხელ 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის 2014/2015 აკადემიური წლის სეზონის ათივე კონცერტზე დასასწრებად კონსერვატორიის დიდი დარბაზი გთავაზობთ სპეციალურ აბონემენტებს, რომლის ფასია 50 ლარი.

აბონემენტების შეძენა შესაძლებელია კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციაში (მის. ალ. გრიბოედოვის 8, ტელ: 292 24 46)

წყარო: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია