კულტურა | თბილისი

'პირმა დაგლოცასთ ღვთისამა' - მოხევური ხალხური სიტყვიერების კრებულის პრეზენტაცია

'პირმა დაგლოცასთ ღვთისამა' - მოხევური ხალხური სიტყვიერების კრებულის პრეზენტაცია
'პირმა დაგლოცასთ ღვთისამა' - მოხევური ხალხური სიტყვიერების კრებულის პრეზენტაცია

„თიბისი გალერეაში“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული მოხევური ხალხური სიტყვიერების კრებულის - „პირმა დაგლოცასთ ღვთისამა“ პრეზენტაცია გაიმართება.

კრებულში თავმოყრილია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული, 1937 წელს ადგილობრივ მკვიდრთა - მარო ხუციშვილის, გრიშა მარსაგიშვილისა და სიმონ გუჯარაიძის მიერ ჩაწერილი, დღემდე უცნობი ათეულობით უნიკალური ფოლკლორულ ნიმუში. (ლირიკული ლექსი, ეპიკური ქმნილება, შაირი, შელოცვა, ანდაზა, გამოცანა, აფორიზმი, ამბავი, ზღაპარი...). კრებულის შემდგენელ-რედაქტორები არიან - ამირან არაბული და ეთერ თათარაძე.

ღონისძიებაზე ასევე მოხეური ეთნოტიპაჟისა და ყოფითი თავისებურებების ამსახველი ასი შავ-თეთრი ფოტოსურათიც გამოიფინება. საღამოზე დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხევური სიმღერებით ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი - „ჯვარული“ წარდგება.
პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა განახორციელა.

მისამართი: მარჯანიშვილის 7

წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

ფოტო

'პირმა დაგლოცასთ ღვთისამა' - მოხევური ხალხური სიტყვიერების კრებულის პრეზენტაცია
'პირმა დაგლოცასთ ღვთისამა' - მოხევური ხალხური სიტყვიერების კრებულის პრეზენტაცია