კულტურა | მესტია

ჩაჟაშში ახალი მუზეუმი და ვიზიტორთა ცენტრი შეიქმნება

ჩაჟაშში ახალი მუზეუმი და ვიზიტორთა ცენტრი შეიქმნება
ჩაჟაშში ახალი მუზეუმი და ვიზიტორთა ცენტრი შეიქმნება

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, იუნესკოში დაცული ზემო სვანეთის სოფელი ჩაჟაშის სრული აღდგენის პროცესი უშგულის მუზეუმისა და მისი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციით დაიწყება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ და ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ უშგულის მუზეუმი ერთობლივად მოინახულეს.
ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული მუზეუმის გადაწყვეტილებით, ჩაჟაშში ახალი მუზეუმი და ვიზიტორთა ცენტრი შეიქმნება. ადგილზე შეირჩა უძველესი მაჩუბი, რომლის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე დღეში დაიწყება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით იკომოს-საქართველოს (არქიტექტორ-რესტავრატორი მერაბ ბოჭოიძე) უკვე მომზადებული აქვს ჩაჟაშის სრული რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც საფუძვლად დაედება არქიტექტურული კომპლექსის აღდგენა რესტავრაცია-კონსერვაციას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით საქართველოს სექტემბრის თვეში იუნესკოს ექსპერტები ეწვევიან და ქართველ სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერებენ რთულ მდგომარეობაში არსებულ ჩაჟაშს. ჩაჟაშის რეაბილიტაცია, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, იკომოსის რეკომენდაციებითა და ჩართულობით წარიმართება.
13 კოშკი, 4 ციხე-სახლი, 21 მაჩუბი, 11 ხალხური საცხოვრებელი და 1 ათეული დამხმარე ნაგებობა კრავს და აერთიანებს შუა საუკუნეების იმ უძველეს არქიტექტურულ კომპლექსს რომელიც უშგულის თემში, მთა შხარას ძირას, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს, ევროპის ყველაზე მაღალ სოფლად ითვლება და დაცულია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.

წყარო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

ფოტო

ვიდეო