კულტურა | ქუთაისი

გელათის მთავარი ტაძრის გუმბათის გადახურვა წელს დასრულდება

გელათის მთავარი ტაძრის გუმბათის გადახურვა წელს დასრულდება
გელათის მთავარი ტაძრის გუმბათის გადახურვა წელს დასრულდება

გელათის არქიტექტული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და იკომოსთან შეთანხმებით მიმდინარეობს. ხორციელდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მთლიანი არქიტექტურის ქვის კონსერვაცია და ტაძრის გადახურვა საქართველოში საგანგებოდ დამზადებული იმ ფერადი მოჭიქული კრამიტის ზუსტი ასლებით, რომელიც გელათის არქეოლოგიური კვლევის დროს გამოვლინდა.
კულტურული მემკვიდრეოვბის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ გელათის მონასტერში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა და სპეციალისტებთან ერთად გელათის არქიტექტურული კომპლექსის სრული აღდგენისა და ტერიტორიის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ეტაპები დაგეგმა.
ამ დროისთვის გელათის კომპლექსში აღდგენილია გელათის აკადემია, აღმოსავლეთის და დავითის კარიბჭე, სამრეკლო, წმ ნიკოლოზის ეკლესია და გაბრიელ ქიქოძის საეპისკოპოსო სასახლე.
გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძრის სამხრეთ კარიბჭეში აღმოიფხვრა მოხატულობის ბათქაშისა და ფერწერული ფენის დაზიანებები და კონსერვაცია ჩაუტარდა ფრაგმენტულად შემორჩენილ XIV საუკუნის კედლის მხატვრობასა და წმ. მარინეს ეკვდერის XV-XVI საუკუნის ფრესკებს.

სამუშაოების შემსრულებელი: „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, „საქართველოს მემკვიდრეობა“, სამხატვრო აკადემია, „იკორთა 2007“ .
პროექტი ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის დაფინანსებით.

წყარო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

ფოტო

ვიდეო