კულტურა | სვანეთი

მესტიის, ლატალის, იფხი კვლევითი-დიაგნოსტიკური და აღდგენითი სამუშაოები

მესტიის, ლატალის, იფხი კვლევითი-დიაგნოსტიკური და აღდგენითი სამუშაოები
მესტიის, ლატალის, იფხი კვლევითი-დიაგნოსტიკური და აღდგენითი სამუშაოები

სვანეთის ძეგლთა გადარჩენის პროგრამით ლატალში იფხის X საუკუნის ეკლესიის და ამავე პერიოდის რთულ მდგომარეობაში არსებული კედლის მხატვრობის კვლევითი-დიაგნოსტიკური სამუშაოები განხორციელდება, რომელიც სპეციალისტებს ფრესკების კონსერვაციის მეთოდებისა ზუსტად განსაზღვრის საშუალებას მისცემს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, მიმდინარე წელს მომზადდება მესტიის კოშკებისა და მაჩუბების ოცამდე საპროექტო დოკუმენტაცია და მიმდინარე წელსვე განხორციელდება ყველაზე დაზიანებული კოშკების აღდგენა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ მესტიაში სამუშაო ვიზიტის დროს ზურაბ ჩართოლანის მაჩუბი, დაზიანებული კოშკები და იფარის X საუკუნის ეკლესია მოინახულა.
ნიკა ანთიძის გადაწყვეტილებით, ზაფხულის პერიოდში სვანეთში ძეგლთა მონიტორინგი განხორციედლება და დაიგეგმება სვანეთის ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებული ეკლესიებისა და უძველესი ფრესკების კონსერვაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის: 2009-2013 წელს - მესტიაში, მულახში, ლენჯერში, ეცერში, იფარში, უშგულში, ლატალში, ბეჩოში, ლახამულაში, იელში, ადიშში, წვიმრში - აღდგენილია 91 კოშკი, 7 ეკლესია, 2 მაჩუბი.
2001 – 2002 წელს - 28 კოშკი.
28 მაისი 2014 წელი, მესტია

წყარო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

ფოტო