კულტურა | თბილისი

სასკოლო კონკურსის - 'ტრადიციული ხელსაქმე და ხელოსნობა' გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება

სასკოლო კონკურსის - 'ტრადიციული ხელსაქმე და ხელოსნობა' გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება
სასკოლო კონკურსის - 'ტრადიციული ხელსაქმე და ხელოსნობა' გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სასკოლო კონკურსის - „ტრადიციული ხელსაქმე და ხელოსნობა“ - გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება. გამარჯვებულებს სიგელებსა და საჩუქრებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია გადასცემს.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების გამოვლენის, დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს 200-მდე სკოლის მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო სასკოლო კონკურსში - „ტრადიციული ხელსაქმე და ხელოსნობა“. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 31 სკოლის 45 გამარჯვებული იდეა. 57 სკოლის მონაწილეებს და მათ ხელმძღვანელებს მიენიჭა „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის“ წოდება.

უნიკალური ნიმუშების გარდა, კონკურსის შედეგად, წელს პირველად გამოვლინდა მივიწყების პირას მყოფი ქართული ტრადიციული ხელსაქმისა და ხელოსნობის ტექნოლოგიების იშვიათი „საფრთხის ქვეშ მყოფი ელემენტები“.

წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო