კულტურა | თბილისი

განმარტებითი ლექსიკონი კინოინდუსტრიის განვითარებისთვის

განმარტებითი ლექსიკონი კინოინდუსტრიის განვითარებისთვის
განმარტებითი ლექსიკონი კინოინდუსტრიის განვითარებისთვის

2014 წელს,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო კინოტერმინების კვლევისა და ქართულენოვანი შესატყვისების შემუშავების პროექტი განხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს კინოტერმინების განმარტებითი ლექსიკონის ელექტრონული და ბეჭდვითი ვერსიის გამოცემას, რაც ქართული კინოინდუსტრიის განვითარებასა და  საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირებას შეუწყობს ხელს.

დღემდე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადებული კინოტერმინოლოგიის მხოლოდ ციფრული ვერსია არსებობდა, რომელიც წლების განმავლობაში განვითარდა და დაიხვეწა. უახლოს მომავალში   კინემატოგრაფისტებს, სტუდენტებსა და მკვლევრებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ  ლექსიკონის ბეჭდვითი ვერსიითაც.

პროექტი ინიცირებულია კინოორგანიზაციის „ჯი-ეფ-ემ ფილმბრიჯის’’ მიერ და ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „ქართული კინოს ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში.

წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო