კულტურა | თბილისი

რიყის პარკში, როკო ირემაშვილის მულტიმედიური პროექტი - გამოფენა 'დიფუზია'

რიყის პარკში, როკო ირემაშვილის მულტიმედიური პროექტი - გამოფენა 'დიფუზია'
რიყის პარკში, როკო ირემაშვილის მულტიმედიური პროექტი - გამოფენა 'დიფუზია'

კურატორი - ნინო გუჯაბიძე

პროექტის მხარდამჭერი - თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.გამოფენის
განსხვავებულ ადამიანებს განსაკუთრებულად განსხვავებული, ხშირ შემთხვევაში კი ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულება აქვთ ხელოვნებისა და მისი ფუნქციის მიმართ. საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ხელოვნებაში ესთეტიური ხედვა „ცხოვრების გასალამაზებელ“ ფუნქციად აღიქმება. ვიზუალური ესთეტიზმი კი მისი „არსებობის“ გასამართლებლ დომინანტ-მიზეზად მოიაზრება. ხშირ შემთხვევაში საზოგადოება ხელოვნებას დიდაქტიკურ-საგანმანათლებლო ფუნქციებს აკისრებს. საგამოფენო ტრილოგიის მესამე დამასრულებელ ნაწილში ეს პრობლემა, კონცეპტუალურ მხატვრულ ხედვად აკუმილირდება, როგორც საზოგადოების სარკე.

პირად შეგრძნებებზე დამყარებული საზოგადოებრივი,სოციალური თუ პოლიტუკური მოვლენების დეფორმირებული მდგომარეობება ამ საგამოფენო პროექტის მნიშვნელოვან აქცენტად იკითხება. .
საგამოფენო ტრილოციის მესამე ნაწილი „დიფუზია“ მულტიმედიური შინაარსის მატარებელია- წყვილებისა და უბრალოდ ორი პიროვნების ურთიერთობის შესახებ.
პროექტი მოიცავს, ფერწერულ, ფერწერასთან ინტეგრირებულ ”ლაით ბოქსებს’ ,,სკულპტურულ ნამუშევრებსა და ვიდეო ინსტალაციას. საგამოფენო ფორმატის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება პერფომანსი.

საგამოფენო პროექტს ”დიფუზიას” წინ უძღვოდა ტრილოგიის ორი ნაწილი: კლაუსტროფობია“ (2011 წელი თბილისაის ისტორიის მუზეუმი)
„წყლებს ზემოთ“ (2012 წელი თბილისი,“გალა“ გალერეა)
მისმართი: საგამოფენო დარბაზი რიყეზე

წყარო: თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი