კულტურა | თბილისი

ჯემალ ქარჩხაძის ლიტერატურული ზღაპრების კრებულის პრეზენტაცია

ქარჩხაძის გამომცემლობა გიწვევთ ჯემალ ქარჩხაძის ლიტერატურული ზღაპრების კრებულის ახალი გამოცემის "უფლისწული და გველეშაპის" პრეზენტაციაზე.
ისაუბრებენ: კახა ჯამბურია, მამუკა ბერიაშვილი.
წიგნი წარმოადგენს ჯემალ ქარჩხაძის ლიტერატურული ზღაპრების კრებულს. მოთხრობები, რომლებიც ფორმით ქართულ ზღაპრებზეა დაფუძნებული, მრავალ შრეს შეიცავს და აერთიანებს ისეთ ერთი შეხედვით დაშორებულ სფეროებს, როგორიცაა შუა საუკუნეების ევროპული ფილოსოფია და ინდური ეზოთერული მოძღვრებები. დახვეწილი ქართული ენა, ლაღი თხრობა და ხან შენიღბული, ხანაც ნებაზე მიშვებული იუმორი ზღაპრებს სასიამოვნო წასაკითხს და იოლად აღსაქმელს ხდის.
კრებული გამოსცა ქარჩხაძის გამომცემლობამ.
დასწრება თავისუფალია.

წყარო: ქარჩხაძის გამომცემლობა