კულტურა | საზღვარგარეთ

საქართველოს წარმომადგენლობა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 38-ე სხდომაზე

საქართველოს წარმომადგენლობა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 38-ე სხდომაზე
საქართველოს წარმომადგენლობა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 38-ე სხდომაზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის აპარატის უფროსი ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე ოფიციალური ვიზიტით ქ. დოჰაში (ყატარი) მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 38-ე სხდომაზე იმყოფებიან.

2013-2014 წლებში სახელმწიფო მხარემ, საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მნიშვნელობის ქართული ძეგლების - ბაგრატი-გელათისა და მცხეთის ისტორიული ძეგლების ირგვლივ არსებული კრიტიკული გარემოებების გამოსასწორებლად იუნესკოს სარეკომენდაციო მოთხოვნების და მითითებების შესასრულებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგა.

1. ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი
ა) საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით მომზადდა ბაგრატის ტაძრისა და გელათის მონასტრის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის დოკუმენტი და მიეწოდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს დადგენილ ვადებში.
ბ) დაიწყო მუშაობა გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მართვის გეგმის მოსამზადებლად. დოკუმენტის დასრულება იგეგმება 2014 წლის ბოლოს.
გ) გაგრძელდა მნიშვნელოვანი საკონსერვაციო სამუშაოები გელათის მონასტერში, მიმდინარეობს დონორებთან მუშაობა ძეგლის სრული კონსერვაციისათვის საჭირო დამატებითი სახსრების მოზიდვის მიზნით.
1. მცხეთის ისტორიული ძეგლები
ა) ერთიანი ბუფერული ზონის განსაზღვრისა და ძეგლის სენსიტიური ლანდშაფრის დეტალური შესწავლისა და დაცვის საჭიროებების განსაზღვრის მიზნით შემუშავდა მცხეთის კულტურული ლანდშაფტის კვლევა და მსოფლიო მემკვიდრეობაზე ზემოქმედების შეფასება. მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული სახის ინტეგრირებული კვლევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზემოქმედების შეფასების მიზნით საქართველოში პირველად ჩატარდა.
ბ) დაწყებულ იქნა მუშაობა მცხეთის ქალაქმშენებლობით დოკუმენტაციაზე
გ) შეჩერებულ იქნა შეუსაბამო პროექტები (მაგ. კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა)
დ) მომზადდა მსოფლიო მემკვიდრეობის სახელმნწიფო პროგრამა და განსახილველად მიეწოდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს.
ე) დაიწყო მუშაობა ეროვნულ კანონზე მსოფლიო მემკვიდრეობის შესახებ. პროექტს კონსულტირებას უწევენ იტალიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ექსპერტები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და იტალია-დანიის კონსორციუმის თანამშრომლობით ევროკავშირის თვინინგის პროგრამის ფარგლებში.

წარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო