კულტურა | თბილისი

2014 წელს ნაფი ჯუსოითის ლექსების კრებული გამოიცემა

2014 წელს ნაფი ჯუსოითის ლექსების კრებული გამოიცემა
2014 წელს ნაფი ჯუსოითის ლექსების კრებული გამოიცემა

2014 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნაფი ჯუსოითის ლექსების კრებული გამოიცემა. საიუბულეო თარიღის ფარგლებში, მოეწყობა მწერლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ლექსების ორენოვანი  (ქართულ-ოსური) კრებულის პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან ქართველი და ოსი პოეტები, მწერლები, პედაგოგები და სტუდენტები.

ნაფი ჯუსოითი გამოჩენილი ოსი მწერალი და დრამატურგია. მთელი თავისი ცხოვრება მან ოსეთის ფოლკლორისა და ლიტერატურის შესწავლას მიუძღვნა; დაწერა 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი,  მათ შორის - 12 მონოგრაფია, რომელიც მისი წინაპრების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება.

ნაფი ჯუსოითის კრებულის გამოცემა, მისი პრეზენტაცია და საიუბილეო თარიღის აღნიშვნა ქართველ და ოს ხალხთა შორის მეგობრობის გაღრმავებას ემსახურება.

პროექტი ინიცირებულია ა(ა)იპ „კავკასიური მოზაიკის“ ხელმძღვანელის ნაირა ბეპიევას მიერ და ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „ეროვნულ უმცირესობათა ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში.

წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო