კულტურა | საქართველო

საერთაშორისო კონფერენცია "არგო 2014 - ლეგენდის გაცოცხლება" გაიხსნება

საერთაშორისო კონფერენცია "არგო 2014 - ლეგენდის გაცოცხლება" გაიხსნება
საერთაშორისო კონფერენცია "არგო 2014 - ლეგენდის გაცოცხლება" გაიხსნება

30 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით, ექსპედიციის მონაწილეები თბილისს, დმანისს, მცხეთას, პატარძეულს, სიღნაღსა და ველისციხეს ეწვევიან და საქართველოში მოგზაურობიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენცია "არგო 2014 - ლეგენდის გაცოცხლებას" დაესწრებიან.  

ღონისძიების ორგანიზატორია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. თანაორგანიზატორები არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ასოციაცია "კულტურათა დიალოგი XXI".

ღონისძიებებთან დაკავშირებით დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, რუსუდან მამაცაშვილმა,   ასოციაცია "კულტურათა დიალოგი XXL"-ს პრეზიდენტმა ვალერი ასათიანმა, ასოციაციის დამფუძნებელმა, მიხეილ ლოლაძემ და  პროექტის ხელმძღვანელმა, ილია ფერაძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. რუსუდან მამაცაშვილის განცხადებით,  ეს ღონისძიება საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ხელს შეუწყობს და ქვეყანას მარკეტინგის კუთხითაც დაეხმარება: "როგორც იცით, ღონისძიება მედიის საშუალებით ფართოდ გაშუქდება. დაიწერება სხვადასხვა სტატიები ჟურნალ–გაზეთებში თუ ინტერნეტ სივრცეში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიესალმება ამ ღონისძიებას. ჩვენ თავიდანვე გამოვხატეთ ინტერესი მხარი დაგვეჭირა მისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ამ ღონისძიების შედეგად გამოხმაურება საკმაოდ დიდი იქნება და ქვეყანას ცნობადობის ამაღლების კუთხით მოუტანს დიდ წარმატებას", - აცხადებს  რუსუდან მამაცაშვილი.

30 ივნისს კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება. 1 ივლისს, ტიმ სევერინი და "არგონავტები" ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან. 2 ივლისს დაგეგმილია შეხვედრა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. 3 ივლისს მოეწყობა ღვინის ტური კახეთში. 4 ივლისს კი იგეგმება ძველი თბილისის დათვალიერება და შეხვედრა "კასტელისა" და "სარაჯიშვილის" ქარხნებში.
მსოფლიოში ცნობილი მოგზაური, მეცნიერი და მწერალი ტიმ სევერინი, არგონავტების საერთაშორისო ეკიპაჟთან ერთად საბერძნეთიდან თურქეთის გავლით, ძველი ნახაზებით აგებული ხის გალერით "არგო" საქართველოს 1984 წელს ეწვია. ექსპედიციის მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-13 საუკუნეში ბერძნებს შეეძლოთ მოეღწიათ კოლხეთამდე, სადაც მათ დახვდათ მაღალგანვითარებული სახელმწიფო.

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ფოტო

არგო 2014
არგო 2014
არგო 2014
არგო 2014
არგო 2014
არგო 2014