კულტურა | თბილისი

'მკვდარი სულები' კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში

'მკვდარი სულები' კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში
'მკვდარი სულები' კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში

წლების მანძილზე საქართველოს ქალაქების ისტორიული ნაწილის გაჯანსაღების კომპლექსური, მდგრადი ქალქგეგმარებითი სტრატეგიების არარსებობამ ისტორიული ლანდშაფტისა და ურბანული ქსოვილის ქაოტური განვითარება და არაერთი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის, როგორც განადგურება, ისე რადიკალური სახეცვლილება განაპირობა.

მიუხედავად საჭიროებისა წლებია არ მომხდარა ძეგლთა რეესტრის საფუძვლიანი განახლება - ახალი ობიექტებით შევსება, განადგურებული და სახეცვლილი ობიექტებისთვის სტატუსის მოხსნა, მისამართების კორექტირება და ა.შ. ამდენად წლიდან - წლამდე იზრდება შეუსაბამობა ბრძანებით განსაზღვრულ და ფაქტობრივ მდგომარეობას შორის, რაც მნიშვნელოვან სირთულეებს ქმნის თბილისის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის მართვის პროცესში.

2013 - 2014 წწ ორგანიზაცია "ტფილისის ჰამქარმა" და "ბათომმა" დასავლეთ - აღმოსავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით განახორციელა თბილისისა და ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხის რევიზია.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება:

  • თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხის რევიზიის შედეგები - კვლევის ავტორები: ნანო ზაზანაშვილი, ნინო კორძახია
  • ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხის რევიზიის შედეგები - კვლევის ავტორი: მაია ჭიჭილეიშვილი
  • კულტურული მემკვიდრეობის საკანონმდებლო პრობლემები - სულხან სალაძე

გაიმართება თბილისისა და ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხის რევიზიის შედეგების ამსახველი ფოტო გამოფენა

შედეგეგბის პრეზენტაცია იგეგმება მწერალთა სახლში , მაჩაბლის 13.

წყარო: "ტფილისის ჰამქარი"