კულტურა | თბილისი

თსუ პედაგოგების ნამუშევართა გამოფენა თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის გალერეაში გაიმართება თსუ პედაგოგების და მხატვარ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „ფემინ არტის“ საქართველოს ფილიალის წევრების ნამუშევრების გამოფენა.

გამოფენაზე, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება, წარმოდგენილი იქნება 60-მდე ნამუშევარი - ფერწერა, გრაფიკა, გობელენი. გამოფენის გახსნის დღეს, თსუ ხელოვნების მიმართულების პედაგოგები მოაწყობენ მასტერკლასს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, მუზეუმის გალერეა