კულტურა | თბილისი

ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონკურსი

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართება ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლიტერატურულ - შემოქმედებით კონკურსში - „ომის გარეშე“ გამარჯვებული ნამუშევრების წარდგინება - დაჯილდოება.

კონკურსი განხორციელდა შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო ლექსი
  • საუკეთესო თხზულება

გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები და კონკურსის მონაწილეები დაჯილდოვდებიან შესაბამისი სიგელებითა და ფულადი ჯილდოებით.

მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.

დასწრება თავისუფალია.

წყარო: საპატრიარქოს ახალგაზრული ცენტრი

ვიდეო