კულტურა | თბილისი

რუსული ენის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში რუსული ენის სახელმძღვანელოს "საქმიანი რუსული ენა" პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნს წარმოადგენენ ავტორები, შავი ზღვის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გულნარა დიასამიძე და ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა ტაბატაძე.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიზნესმენებისთვის, ტურიზმის, განათლებისა და დაზღვევის სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა