„ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე საგამომცემლო პროექტის პრეზენტაცია
„ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე გამომცემა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში „ვეფხისტყაოსნის" თანამედროვე საგამომცემლო პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. გამოცემას თან ახლავს ელექტრონული ვერსია (დისკი). ავტორი - პარმენ მარგველაშვილი, რედაქტორი - ავთანდილ არაბული. რეცენზენტები: ბაჩანა ბრეგვაძე, ნოდარ ნათაძე, მიხეილ ქანთარია.
ღონისძიება რევაზ სირაძის სახელობის "რუსთაველის კლუბის" ინიციატივით იმართება.