კულტურა | თბილისი

წიგნის „არაბი პოეტები“ პრეზენტაცია

„არაბი პოეტები“
„არაბი პოეტები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გამომცემლობების: „ქართული აკადემიური წიგნის“ და „აღმოსავლური კლუბის“ ორგანიზებით, გაიმართება ნანა ფურცელაძის წიგნის „არაბი პოეტების“ პრეზენტაცია.

წიგნში წარმოდგენილია V-XX საუკუნეების არაბი პოეტების შემოქმედება. კრებულში შეტანილია როგორც ისლამამდელი, ისე ომაიანთა (622-750 წწ.) და აბასიანთა (750-1055 წწ.) ეპოქის სხვადასხვა ჟანრის ლექსები - სატრფიალო, ღვინის, ასკეტური (ე.წ. ზუჰდია), ნატირალი და სხვ. წიგნში შეტანილ თარგმანთა ნაწილი გამოქვეყნებულია სხვადასხვა კრებულსა თუ პერიოდულ გამოცემაში, ნაწილი - ქვეყნდება პირველად.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: მაია ღამბაშიძე, ნანა ფურცელაძე, ნინო დოლიძე, აპოლონ სილაგაძე, გიორგი ლობჟანიძე.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი