კულტურა | თბილისი

„ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე საგამომცემლო პროექტის პრეზენტაცია

„ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე გამოცემა
„ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე გამოცემა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, თსუ ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტთა ასოციაციის ორგანიზებით, „ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე საგამომცემლო პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

პროექტის ავტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკად. გიორგი წერეთლის სახელობის „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური გამოცემისა და ქართული ენის თესაურუსის კომიტეტის თანამშრომელი პარმენ მარგველაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „ვეფხისტყაოსნის“ სტროფული შედგენილობის შესახებ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი