კულტურა | თბილისი

მიხო მოსულიშვილის წიგნის 'დიდი ძუ დათვი' პრეზენტაცია

მიხო მოსულიშვილის წიგნი 'დიდი ძუ დათვი'
მიხო მოსულიშვილის წიგნი 'დიდი ძუ დათვი'

გამომცემლობა 'საუნჯე' და მწერალთა სახლი მიხო მოსულიშვილის ახალი რომანის 'დიდი ძუ დათვის' (მთის ამბავი, პროლოგითა და ეპილოგით) პრეზენტაციას გამართავს.

მიხო მოსულიშვილის პირველი მოთხრობა 'ტყის კაცი' ჯერ კიდევ 1984 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ 'ცისკარში'. იგი ავტორია რომანების, მოთხრობების, პიესებისა და თარგმანების რამდენიმე წიგნისა. მისი პიესების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა თეატრებში, ასევე არის რამდენიმე რადიო და სატელევიზიო სპექტაკლის პიესების ავტორი.

მიხო მოსულიშვილი ახალ რომანში მკითხველს მოუთხრობს დიდ ძუ დათვზე, რომელსაც კავკასიონზე მდებარე სოფლის მცხოვრებნი ებრძვიან. დათვი ანადგურებს სიმინდის ყანებს, ამტვრევს თაფლის სკებს, იტაცებს ცხვარ-ძროხას, ხოცავს მონადირეებს და მათ ძაღლებს, გვერდს უვლის ხაფანგებს. სოფლის ადმინისტრატორი, ბიბლიური სახელით აქაბი, იქ მცხოვრებთა დახმარებით, ცდილობს დიდი ძუ დათვის მოკვლას. და ყველა სოფლელი ხვდება, რომ ეს დათვი აქაბის წარსულიდან მოსული აჩრდილია.

საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ 'დები ნაყეურები'.

სტუმრებს ავტორის ახალი წიგნის შეძენის საშუალებაც ექნებათ.

წყარო: საქართველოს მწერალთა სახლი

ფოტო

მიხო მოსულიშვილის წიგნი 'დიდი ძუ დათვი'
მიხო მოსულიშვილის წიგნი 'დიდი ძუ დათვი'