კულტურა | თბილისი

პაატა ქურდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია

პაატა ქურდაძის ფილმი
პაატა ქურდაძის ფილმი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა მწერალ პაატა ქურდაძესთან და მისი დოკუმენტური ფილმის "მარადიული სტუმრები" (26 წუთი. 2014 წელი) ჩვენება.

ფილმში საუბარია ჩვენი საზოგადოების ინტერესის დაბალი ხარისხის შესახებ იმ თანამემამულეთა ისტორიის მიმართ, რომელთაც ეროვნულ უმცირესობებს ვუწოდებთ, მაგრამ მაინც სტუმრებად ვთვლით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საუკუნეებია ჩვენს მიწაზე ცხოვრობენ.

ფილმში, პარალელის გავლების მიზნით, მოთხრობილია საფრანგეთში ემიგრაციის ისტორიის რამდენიმე ეპიზოდი.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელშიც ავტორთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ისტორიკოსები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.

დასწრება თავისუფალია

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ფოტო

პაატა ქურდაძის ფილმი - მარადიული სტუმრები
პაატა ქურდაძის ფილმი - მარადიული სტუმრები