ფოლკლორის ცენტრის ექსპედიცია ყაზბეგში
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე, ფოლკლორისტ ამირან არაბულთან ერთად, გაემგზავნენ ყაზბეგის რაიონში.
ექსპედიციის მიზანი: წიგნისათვის 'მოხეური ზეპირსიტყვიერება' (გამოიცემა 1937 წელს ხევში ჩაწერილი და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული მასალების მიხედვით) სათანადო მასალების მოძიება სტეფანწმინდის მხარეთმცოდნეობისა და ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმებში;
დაბა სტეფანწმინდასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1937 წელს ზეპირსიტყვიერების ნიმუშების ჩამწერთა და შემკრებთა ოჯახებისა და შთამომავლობის მონახულება;
საოჯახო ალბომების იმდროინდელი სამოსის, ხალხური რეწვის ნიმუშების, ფოტოების მოძიება - დაფიქსირება.მოძიებული საექსპედიციო მასალები ჩაბარდება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივს.
წყარო: ექსპედიცია ყაზბეგში