'ტრადიცია და ინოვაცია მხატვრობაში' თემაზე მწერალთა სახლში შეხვედრა
მწერალთა სახლის პროექტის ფარგლებში 'საუბრები ხელოვნებაზე' გიწვევთ ლევან ჭოღოშვილთან შეხვედრაზე. შეხვედრის თემაა ტრადიცია და ინოვაცია მხატვრობაში.
'ლევან ჭოღოშვილის ხელოვნება შეიძლება განვსაზღვროთ როგორც რთული კონგლომერატი მშობლიური ტრადიციებისა და მსოფლიო მხატვრული მემკვიდრეობისა. ის გაბედულად აერთებს სხვადასხვა მიმართულებებს, შუასაუკუნეების ქართული და ევროპული მხატვრობის გამოცდილებას და თანამედროვე კონცეპტუალიზმს. ამ მრავალმხრივი, ერთმანეთისაგან განსხვავებული წყაროების სინთეზით წარმოქმნება სინქრონული მხატვრული ენა. ამ აზრით ჭოღოშვილის მხატვრობა ეხმიანება ევროპულ ტრანსავანგარდს, რომელმაც დეკლარაციულად მიმართა 'ძველი' ხელოვნების მაგალითებს. ამ მოძრაობის მხატვრები წარმოგვიდგებიან მხატვრული ენის განახლების მცველებად წარსულის გამოცდილების ხარჯხე, სადაც აქცენტები ესმება არქეტიპულობას, ესთეტიკური გრძნობების და იდეების არქეოლოგიას' - ირინა მაკარაძე.
საქართველოს მწერალთა სახლი. ივანე მაჩაბელის 13.