კულტურა | თბილისი

პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია 'ივერია'

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია „ივერიის“ ფარგლებში გაიმართება რიგით მე-6 ღონისძიება. აგრეთვე შედგება კვარტალური წიგნის წარდგინება.

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, მცხეთა – თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II–ის ლოცვა– კურთხევით. წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია – „ივერია“ გამოვლინდება 2014 წლის დეკემბერში. აღნიშნული პროექტი 2013 წელის 28 ნოემბერს დაიწყო და ყოველი თვის ბოლოს იმართება.

კრებულში შესულია სამი თვის მონაწილე პოეტების, მხატვრების, ხატმწერების და ფოტოხელოვანების ნამუშევრები.

ქართველი კლასიკოსი: ილია მართალი (ჭავჭავაძე).

თანამედროვე პოეტები: მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზი (მირიან იორამაშვილი); ტარიელ ხარხელაური; ბარსელი ; ლადო კახაძე ; გელა დაიაური; თინათინ რეხვიაშვილი; ბექა სივსივაძე; ზაურ მჟავანაძე; ხატმწერი – ქეთევან ყურაშვილი ; მხატვარი – ფიროსმანი; მხატვარი – ელენე გამგონიძე; ფოტოხელოვანი – გიორგი აბდალაძე.

ქართველი კლასიკოსი: გალაკტიონ ტაბიძე.

თანამედროვე პოეტები: დეკანოზი თავმას ჩოხელი; თემურ ჩალაბაშვილი; თინათინ მღვდლიაშვილი; მაკა ბლიაძე; მებაღე – მიხეილ ტყებუჩავა ; მერაბ არაბული; დიანა ჯიშიაშვილი; გელა ალფაიძე; ხატმწერი – გიორგი ეგნატაშვილი; მხატვარი – ელენე ახვლედიანი; მხატვარი – ლევან ჭოღოშვილი; ფოტოხელოვანი – გოგა ჩანადირი.

ქართველი კლასიკოსი: ანა კალანდაძე.

თანამედროვე პოეტები: დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია) ; მაყვალა გონაშვილი; ერეკლე საღლიანი; ვანო ჩხიკვაძე; ნანუკა ჩხეიძე; ჯუბა ღებელი; მაკა ნათელაური; ირაკლი რევა; ხატმწერი –ქეთევან ხაჟომია; მხატვარი – პეტრე გრუზინსკი; მხატვარი – გია გურასპაშვილი; ფოტოხელოვანი – ირაკლი გედენიძე.

წყარო: საპატრიარქოს ახალგზრდული ცენტრი