კულტურა | ბათუმი

კონკურსი მხატვრული მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების წარმოების დასაფინანსებლად

კონკურსი მხატვრული მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების წარმოების დასაფინანსებლად
კონკურსი მხატვრული მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების წარმოების დასაფინანსებლად

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს აჭარის რეგიონში მხატვრული მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების წარმოებაზე გასაწევი თანხების დასაფინანსებლად. მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმის წარმოებაზე გაიცემა არაუმეტეს 10 000 ლარისა ერთ კინომწარმოებელზე, ხოლო დოკუმენტური ფილმის წარმოებაზე - არაუმეტეს 20 000 ლარისა ერთ კინომწარმოებელზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 30 მაისი (17:00). შემოსულ განაცხადებს პროგრამის ფარგლებში შემავალი კომისია განიხილავს და შეაფასებს.

ინფორმაციისთვის იხილეთ კონკურსი მხატვრული მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების წარმოების დასაფინანსებლად

წყარო: აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ვიდეო