კულტურა | ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა (დებულება თან ერთვის), სადაც მონაწილეობას ღებულობენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები.
აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება. ასევე საუკეთესო ანსამბლებისა და შემსრულებლების გამოვლენა.
ოლიმპიადა წარიმართება ეტაპობრივად. პირველი ეტაპი ჩატარდება მუნიციპალიტეტებში შემდეგი თანმიმდევრობით:
14 აპრილი (12 სთ) - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - თხილნარის კულტურის სახლი;
15 აპრილი (12 სთ) - ხულოს მუნიციპალიტეტი - ხულოს დრამატული თეატრი;
16 აპრილი (12 სთ) - ქედის მუნიციპალიტეტი - ქედის კულტური სცენტრი;
17 აპრილი (12 სთ) - შუახევის მუნიციპალიტეტი - შუახევის კულტურის ცენტრი;
23 აპრილი (12 სთ) - ქობულეთის მუნიციპალიტეტი - სოფელ ქობულეთის კულტურის სახლი;
24 აპრილი (12 სთ) - ბათუმი - ორთაბათუმის კულტურისა და სპორტის ცენტრი.
ჟიურის მიერ შერჩეული კოლექტივები ჩაერთვებიან მეორე საეტაპო ტურში. მეორე ტური ჩატარდება 15 მაისს ქედის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში ხულოს, შუახევისა და ქედის შემოქმედებითი ჯგუფებისათვის, ხოლო ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის შემოქმედებითი ჯგუფებისათვის ჩატარდება ორთაბათუმის კულტურისა და სპორტის ცენტრში 24 მაისს. ფინალი გაიმართება 25 მაისს ბათუმის ხელოვნების ცენტრში.
საპრიზო ადგილებზე გასულ ანსამბლებსა და შემსრულებლებს გადაეცემათ ოლიმპიადის დებულებით გათვალისწინებული პრიზები.

ინფორმაციისთვის იხილეთ 'აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა'

წყარო: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი