კულტურა | თბილისი

ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი 'ევტერპეს' პრეზენტაცია

ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი 'ევტერპეს' პრეზენტაცია
ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი 'ევტერპეს' პრეზენტაცია

მწერალთა სახლში შედგება ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის "ევტერპე" პრეზენტაცია. ქართული ლიტერატურის სალონს, რომელიც აქტიურად ეწევა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას გერმანიაში - გერმანულად თარგმნის და გამოსცემს ქართველ ავტორებს - არსებობის 5 წელი შეუსრულდა. სალონის ხელმძღვანელი, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თანდაშვილი წარმოადგენს უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.

ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება პოდიუმ-დისკუსია "საქართველო - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა 2018 წელს", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველო კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი დეა მეტრეველი, გამომცემლები და მწერლები.

წყარო: საქართველოს მწერალთა სახლი