კულტურა | თბილისი

სომხეთის დელეგაცია, სურბ ნიშნის ეკლესიას მოინახულებს და ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნობა

სომხეთის დელეგაცია, კულტურის მინისტრ ჰასმიკ პოღოსიანის მეთაურობით, სურბ ნიშნის (წმინდა ნიშანი) ეკლესიას მოინახულებს, სადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე მათ ჩატარებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს.

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო