კულტურა | თბილისი

კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია

კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია
კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საზოგადოებას კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმას გააცნობს.

ქვეყნის კულტურის პოლიტიკა იმ პრინციპებისა და ნორმების ერთობლიობაა, რომლითაც სახელმწიფო ხელმძღვანელობს კულტურის სფეროში.

კულტურის პოლიტიკა მთლიანად ქვეყნის პოლიტიკის ნაწილია. სწორედ ამიტომ, ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, უნდა ჩაერთონ უცხოელი ექსპერტები, „იუნესკო“ და ევროკომისია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონები, უცხოეთში მცხოვრები ქართველები, საზოგადო მოღვაწეები, კულტურის მუშაკები, მასმედია, ბიზნესმენები, არასამთავრობო სექტორი და ყველა დაინტერესებული პირი.

კულტურის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს ეროვნული კულტურა აქციოს მსოფლიო კულტურის ნაწილად და საგანძურად.

წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო