განათლება › ლექცია | თბილისი

საჯარო ლექცია 'თანამედროვე ხელოვნება ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში'

საჯარო ლექცია 'თანამედროვე ხელოვნება ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში'
საჯარო ლექცია 'თანამედროვე ხელოვნება ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში'

ტექნოლოგიური განვითარება ყოველთვის მოქმედებდა სახვითი ხელოვნების ფორმებისა და მისი არსის ტრანსფორმაციაზე, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ და ციფრული ცივილიზაციის დომინირებამ, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა ვიზუალური ხელოვნება.

იცვლება არა მხოლოდ მისი სახვითი ენა ან თემატიკა, იცვლება ხელოვნების ფუნქცია თანამედროვე სამყაროში და იგი თანამედროვე კულტურის აგენტად ყალიბდება, მოდის რა კონფლიქტში საკუთარ წარსულთან.

რა ფორმით გასცა სახვითმა ხელოვნებამ პასუხი ციფრული ტექნოლოგიების გამოწვევებს, როგორია მისი ადგილი დღევანდელ სამყაროში და რამდენად ინარჩუნებს თანამედროვე სახვითი ხელოვნება თავის ღირებულებას დღეს.

ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელბსაც შევეხებით და განვიხილავთ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ლექტორ ხელოვნებათმცოდნე თამთა შავგულიძესთან ერთად.

წყარო: ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი