განათლება › ლექცია | ბათუმი

პროფესორ რისმაგ გორდეზიანის საჯარო ლექციების ციკლი ბათუში

პროფესორ რისმაგ გორდეზიანის საჯარო ლექციების ციკლი ბათუში
პროფესორ რისმაგ გორდეზიანის საჯარო ლექციების ციკლი ბათუში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახორციელებს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამას, რომელიც ითვალისწინებს საჯარო ლექციების დაფინანსებას.

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროფესორ რისმაგ გორდეზიანის საჯარო ლექციების ციკლი შემდეგ თემატიკაზე:

1. ანტიკური კულტურის მწვერვალები (3 ივნისი, 12:00 სთ);

2. ევროპის იდეა ანტიკურობასა და თანამედროვეობაში (4 ივნისი, 12:00 სთ - 3 სთ);

3. ლეგენდარული კოლხეთი ბერძნულ - ქართული მიმართებების კონტექსტში (5 ივნისი, 12:00 სთ - 4 სთ).

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რისმაგ გორდეზიანი 24 წიგნისა და 150 - მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მისი მეცნიერული ინტერესების სფეროებია: ჰომეროლოგია, ეგეისტიკა, ანტიკური კულტურის ისტროია, ანტიკური ლიტერატურა, ეტრუსტოლოგია, ბერძნული ენათმეცნიერება, ლათინური ენათმეცნიერება.

წყარო: აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო