განათლება › ლექცია | თბილისი

საღამოები მუზეუმში - 'საუბრები ლურჯ სუფრასთან'

საღამოები მუზეუმში - 'საუბრები ლურჯ სუფრასთან'
საღამოები მუზეუმში - 'საუბრები ლურჯ სუფრასთან'

4 ივნისი - “მუზეუმის სათავეებთან - მოძრაობა arts and crafts და კავკასიის კუსტარული კომიტეტი”. მომხსენებელი ირინა კოშორიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, მუზეუმის დირექტორი.

11 ივნისი - გამოფენა “თოჯინები სტუმრად მუზეუმში”, კარლო სულაკაურის შემოქმედება და ცხოვრების საინტერესო ფურცლები - მომხსენებელი დათო სულაკაური - მხატვარი.

18 ივნისი - ქართული ხალხური ხელოვნების აღორძინების პროექტები 1970 - 90 იანი წლებში. მომხსენებელი ზურაბ ფოცხიშვილი, ხალხური და დეკორატიული ხელოვნების ექსპერტი.

25 ივნისი - “სამოსელი პირველი და ქართული ტრადიციული სამოსი”. მომხსენებლი იზოლდა მელიქიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართელოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, ლუარსაბ ტოგონიძე - სამოსელი პირველის დამფუძნებელი.

2 ივლისი - “ტრადიცია და პროფესიონალი მხატვარი - ქართული კერამიკა”. მომხენებელი მაია იზორია - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი.

ლექციაზე დასწრების ღირებულება 5 ლარი.

ფასდაკლებები: სტუდენტებისთვის 2 ლარი, 5 ლექციის საერთო ღირებულება სტუდენტებისთვის - 8 ლარი, 5 ლექციის საერთო ღირებულება - 20 ლარი.

შემოსული თანხა მოხმარდება მუზეუმის საბავშვო საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებას.

ლურჯ სუფრასთან ხელოვნებაზე საუბრების გარდა ჩაით და ტკბილეულითაც გაგიმასპინძლდებით.

წყარო: საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი