განათლება › ლექცია | თბილისი

საჯარო ლექცია თემაზე 'არასამთავრობოების როლი პოლიტიკაში'

საჯარო ლექცია თემაზე 'არასამთავრობოების როლი პოლიტიკაში'
საჯარო ლექცია თემაზე 'არასამთავრობოების როლი პოლიტიკაში'

თსუ - ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნირებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი თსუ - ის I კორპუსის #307 აუდიტორიაში ატარებს საჯარო ლექციას თემაზე - "არასამთავრობოების როლი პოლიტიკაში".

ლექციას ჩაატარებს წამყვანი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ბატონი ზვიად ავალიანი.

ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • არასამთავრობო სექტორის დანიშნულება და როლი დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების კლასიფიკაცია (მასშტაბის, სტრუქტურისა და ინტერესის სფეროს მიხედვით);
  • არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში;
  • საზოგადოების დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ;

დასწრება თავისუფალია.

წყარო: თსუ სტუდენტური თვითმმართველობა