განათლება › ლექცია | თბილისი

მამა პეტრეს სალექციო კურსი

მამა პეტრეს სალექციო კურსი
მამა პეტრეს სალექციო კურსი

მოგეხსენებათ ბოლო დროს მწვავედ ტრიალებდა საკითხი სააფთიაქო ნარკომანიასა და მარიხუანას ლეგალიზებასთან დაკავშირებით.

ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით ატარებს ორ დღიან პროექტს.

მოწვეულია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, ყველასათვის კარგად ნაცნობი პოეტი და უამრავი სტატიის ავტორი:

მამა პეტრე კვარაცხელია.

პროექტის ღირებულებაა 20 ლარი. შემოსული თანხის ნაწილით დაიფარება საორანიზაციო ხარჯები, ხოლო ნაწილი გადაირიცხება ბავშვთა სასულიერო გიმნაზიის დასახმარებლად.

პროექტის პირველ დღეს მამა პეტრე ისაუბრებს სააფთიაქო ნარკომანიასა და მარიხუანას ლეგალიზაციის საკითხებზე რელიგიურ-ფსიქოლოგიური კუთხით.
პროექტის მეორე დღეს კი საუბარი იქნება ძალადობრივ საკითხებზე ოჯახსა და სოციალურად ახლო მყოფ ადამიანებში.

პროექტი მნიშვნელოვანი იქნება სამართლით, კრიმინოლოგიით, ფსიქოლოგიით, სოციალური მიმართულებებით დაინტერესებული ადამიანებისათვის.
მამა პეტრე გამოირჩევა სხვადასხვა საკითხებისადმი განსხვავებული მიდგომებით და მის მიერ ჩატარებული სალექციო კურსი მნიშვნელოვანი ინქება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

პროექტის ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

დეტალები დარეგისტრირებულ მონაწილეებს ეცნობებათ პირადად.
დარეგისტრირებისათვის გთხოვთ შეავსეთ აპლიკაციის ლინკი:

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 591 05 31 91
ელ. ფოსტა: youngcriminologists@gmail.com
ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი, დანაშაულთან ბრძოლა იწყება განათლებით.

წყარო: ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი