განათლება › ლექცია | თბილისი

მარაიკე ვენცელის ლექცია ციკლიდან 'საუბრები ხელოვნებაზე'

მწერალთა სახლის ციკლის „საუბრები ხელოვნებაზე“ ფარგლებში - გერმანელი პერფორმანს არტისტი და მსახიობი, მარეიკე ვენცელი წაიკითხავს ლექციას პერფორმანს ჯგუფ SIGNA-ს შესახებ.

კოლექტივი SIGNA ცნობილია თავისი რადიკალური და გამორჩეული პერფორმანსებით. ჯგუფს ევროპაში ერთ - ერთი ყველაზე ინოვაციური კოლექტივის რეპუტაცია აქვს, მათი ნამუშევრები ხშირად სპეციალურად კონკრეტულ სივრცეს, მიტოვებულ შენობებს მორგებული პერფორმანსებია.

მარაიკე ვენცელი 2007 წლიდან არის ჯგუფის წევრი. უშუალოდ სამსახიობო სამუშაოს გარდა, იგი ასწავლის დასში გაწევრიანებულ ახალ მსახიობებს სპეციფიკურ ტექნიკას. ამას გარდა, მარაიკე საკუთარ პერფორმანსებს დგამს და ასწავლის სამსახიობო ხელოვნებას. მარაიკე მსურველ მსახიობებს/პერფორმერებს შეთანხმების საფუძველზე სთავაზობს უფასო ვორკშოპებს სპეციფიკური სამსახიობი ტექნიკის ასათვისებლად.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

პრეზენტაცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე, ქართული თარგმანის თანხლებით.

წყარო: საქართველოს მწერალთა სახლი