მეცნიერება | თბილისი

მეცნიერებათა აკადემიაში, ვახტანგ ბერიძის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საიუბილეო სხდომა

მეცნიერებათა აკადემიაში, ვახტანგ ბერიძის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საიუბილეო სხდომა
მეცნიერებათა აკადემიაში, ვახტანგ ბერიძის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საიუბილეო სხდომა

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, გამართავს საიუბილეო სხდომას, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის დაბადების 100 წლისთავს.

დღის წესრიგი:

  • სხდომის გახსნა - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე;
  • მოხსენება - აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის ცხოვრება და მოღვაწეობა - პროფესორი კიტი მაჩაბელი;

გამოსვლები და მოგონებები:

  • აკადემიკოსი როინ მეტრეველი;
  • აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე;
  • პროფესორი თამაზ სანიკიძე;
  • მეცნიერებათა დოქტორი მარიამ დიდებულიძე;
  • აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე;
  • მეცნიერებათა დოქტორი მანანა ხიდაშელი;
  • მეცნიერებათა დოქტორი რუსუდან ჯანაშია.

საიუბილეო სხდომა გაიმართება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში.

მისამართი: რუსთაველის გამზირი 52, მე-5 სართული.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია