მეცნიერება | თბილისი

ზურაბ ხონელიძის პროექტის - 'სამხრეთ კავკასია - გეოპოლიტიკური სივრცე' პრეზენტაცია

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს საპატრიარქო, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ ხონელიძის პროექტის - სამხრეთ კავკასია - გეოპოლიტიკური სივრცე (რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატი) პრეზენტაციას გამართავენ, რომელსაც მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მისამართი: რუსთაველის გამზ. 52, მეხუთე სართულის დიდი დარბაზი

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო