საზოგადოება › ნეკროლოგი | საქართველო

61 წლის ასაკში, ფეხბურთელი დევიზ დარჯანია გარდაიცვალა

61 წლის ასაკში, ფეხბურთელი დევიზ დარჯანია გარდაიცვალა
61 წლის ასაკში, ფეხბურთელი დევიზ დარჯანია გარდაიცვალა

8 ივლისს, 61 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ფეხბურთელი დევიზ დარჯანია გარდაიცვალა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს დევიზ დარჯანიას ოჯახს, მეგობრებს და საფეხბურთო სამყაროს.

დევიზ დარჯანია 1953 წლის 15 აპრილს მარტვილის რაიონის სოფელ ონოღიაში დაიბადა. სხვადასხვა დროს ის მარტვილის სალხინოში, თბილისის და ზუგდიდის დინამოებში, სამტრედიის ლოკომოტივსა და ქუთაისის ტორპედოში თამაშოდა. 1982 წელს, როცა ტორპედო სსრ კავშირის უმაღლეს ლიგაში გადავიდა, დევიზ დარჯანია გუნდის კაპიტანი გახლდათ.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ დევიზ დარჯანია წყალტუბოს წყალტუბო 83-ს წვრთნიდა, რომელთან ერთადაც 1985 და 1986 წლებში ორჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონის ტიტული.

წყარო: სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო