გარდაიცვალა საქართველოსა და აფხაზეთის დამსახურებული არტისტი, ლორინა პაპუაშვილი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საქართველოსა და აფხაზეთის დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობი ლორინა პაპუაშვილი - ელერდაშვილი და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.
ლორინა პაპუაშვილის ერთადერთი ვაჟიშვილი, ვახტანგ ელერდაშვილი 1992 წლის 29 სექტემბერს გმირულად დაიღუპა სოფ. სომხურ ათარას მისადგომებთან. 23 წლის ვაჟის ლამაზი სიცოცხლე ტანკში ჩაიფერფლა.
მამამ--ომარ ელერდაშვილმა ვერ გაუძლო უბედურებას და საკუთარი სახლის მე-9 სართულიდან გადმოხტა.
მთელი ოჯახი სოხუმელთა უსაყვარლესი მსახიობები იყვნენ.
ლორინა პაპუაშვილი - ელერდაშვილის დაკრძალვის ცერემონია შედგება 24 ივლისს.
გამოსვენება - ხორავას მსახიობის სახლიდან 14:00 საათზე.
მისამართი: ლეონიძის 11
წყარო: აფხაზეთის ა/რ მთავრობა