გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა
გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა
75 წლის ასაკში, ქართველი რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა გარდაიცვალა. ველომოგზაური და მსოფლიო მოქალაქე, გულის დაავადების გამო, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჯუმბერ ლეჟავას სახელს უნიკალური რეკორდები უკავშირდება. 1993 წლიდან 2002 წლის ჩათვლით, მან 200-მეტ ქვეყანაში საკუთარი ველოსიპედით იმოგზაურა. ჯუმბერ ლეჟავა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ბუნების დაცვის ელჩი იყო, 2009 წელს კი რეკორდსმენი წლის ადამიანად დაასახელეს. მისი ბოლო ტიტული, ქართული სპორტის რაინდის წოდება იყო. ლეგენდარულ ქართველ მოგზაურს 75 წელი ორი დღის წინ შეუსრულდა.