სპორტი › ნიჩბოსნობა | საზღვარგარეთ

ბაქო 2015-ის ორი ლიცენზია

ბაქო 2015-ის ორი ლიცენზია
ბაქო 2015-ის ორი ლიცენზია

2015 წელს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო ევროპის პირველ ოლიმპიადას უმასპინძლებს. ბაქო 2015-ის ლიცენზია ამ დღეებში კიდევ ორმა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა - ნიჩბოსნებმა ზაზა ნადირაძემ (კანოე) და ბადრი ყაველაშვილმა (კაიაკი).

17 წლის თბილისელი ბადრი ყაველაშვილი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატში 200 მეტრზე მე-5 ადგილზე გავიდა, 500 მეტრზე კი მე-7 იყო. რაც შეეხება 22 წლის მცხეთელ ზაზა ნადირაძეს, მან 23-წლამდელთა ჩემპიონატში 500 მეტრზე საბოლოო ჯამში მე-10 ადგილი დაიკავა. ლიცენზიები პირველ 15 ადგილზე გასულ სპორტსმენებს ერგოთ.

გერმანიის ქალაქ ბრანდენბურგში კიდევ ერთმა სპორტსმენმა, მცხეთელმა ვლადა კოსიცკაიამაც იასპარეზა, მაგრამ ბაქო 2015-ის ლიცენზია ვერ მოიპოვა.

რამდენიმე დღეში უნგრეთის ქალაქ შეგედში 18 და 23-წლამდელ ნიჩბოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, 6-10 აგვისტოს კი მოსკოვი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ზაზა ნადირაძე და ბადრი ყაველაშვილი ორივე ტურნირში გამოვლენ.

წყარო: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო