პოლიტიკა › პარლამენტი | თბილისი

იორდანელ და ქართველ ინვესტორებს შორის შეხვედრა

სსიპ ჩერქეზული კულტურის ცენტრში საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის და სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა ჩერქეზი წარმოშობის იორდანელ და ადგილობრივ ქართველ ინვესტორებს შორის.

შეხვედრას გაუძღვებიან საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე და სსიპ ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი მერაბ ჩუხუა.

მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს 4, სსიპ ჩერქეზული კულტურის ცენტრი

წყარო: საქართველოს პარლამენტი